Monday, 8 February 2016

სიცოცხლის ძირითადი ნიშნები


                სიცოცხლის ძირითადი ნიშნები:  
                                                                                                                                                                                     
1.      ცოცხალ ორგანიზმს არაცოცხალისგან განსხვავებით არ ახასიათებს:
ა. კვება
ბ. სუნთქვა
გ. გაყინვა
დ. გამრავლება
პას: გ

  1. მცენარეების საკვებს წარმოადგენს:
ა. წყალი და მინერალური მარილები
ბ. მის მიერ შექმნილი  ცხიმები და ნახშირწყლები
გ. მის მიერ შექმნილი ცილები
პას: ა

  1. ატმოსფერული ჟანგბადი სჭირდებათ:
ა. კიბოებსა და წყლის ბინადარ მოლუსკებს
ბ. დელფინებს და ვეშაპს
გ. სელაპს
დ. წყალმცენარეებს
პას: ბ

  1. როგორც ატმოსფერული, ისე წყალში გახსნილი  ჟანგბადით სუნთქვა შეუძლიათ:
ა. ვეშაპებს
ბ. დელფინებს
გ. ამფიბიებს
დ. მწერებს
პას:გ

  1. კუნთური მოძრაობა ახასიათებს:
ა. ევგლენას
ბ. კალიას
გ. ქალამანს
დ. ამებას
პას: ბ

6.     ცოცხალ ორგანიზმს არაცოცხალისაგან განსხვავებით არ ახასიათებს:
ა. დნობა
ბ. გამოყოფა
გ. გაღიზიანებადობა
დ. განვითარება
პას: ა

  1. რა ეწოდება იმ ტიპის კვებას, როდესაც არაორგანული ნივთიერებებიდან წარმოიქმნება ორგანული ნივთიერებები?
ა. ჰეტეროტროფული
ბ. აუტოტროფული
გ. მიქსოტროფული
დ. ფაგოციტოზი
პას: ბ

  1. რა ეწოდება იმ ტიპის კვებას, როდესაც ცხოველები იკვებებიან ორგანული ნივთიერებებით?
ა. ჰეტეროტროფული
ბ. აუტოტროფული
გ. მიქსოტროფული
დ. ფაგოციტოზი
პას:ა


  1. რა ეწოდება მ ტიპის კვებას როდესაც, ცოცხალი ორგანიზმის სულ მცირე ნაწილს ახასიათებს ორივე კვების ტიპი:
ა. ჰეტეროტროფული
ბ. აუტოტროფული
გ. მიქსოტროფული
დ. ფაგოციტოზი
პას: გ

  1. მიქსოტროფებს მიეკუთვნება:
ა. კაკტუსი
ბ. ადამიანი
გ. ევგლენა
დ. ძაღლი
პას: გ

  1. მიქსოტროფები სინათლეზე ფოტოსინთეზის გზით ქმნის:
ა. ორგანულ ნივთიერებებს
ბ. არაორგანულ ნივთიერებებს
გ. როგორც არაორგანულს, ისე ორგანულ ნივთიერებებს
დ. არც ერთს
პას: ა

  1. ცოცხალ ორგანიზმთა  უმრავლესობა სუნთქავს:
ა. შეითვისებს მხოლოდ ნახშიროჟანგს
ბ. გამოყოფს მხოლოდ ჟანგბადს
გ. შეითვისებეს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს
დ. შეითვისებს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშიროჟანგს
პას: დ

  1. თევზები, კიბოსნაირები და მოლუსკები  შეითვისებენ ჟანგბადს:
ა. ბაგეებით
ბ. ფილტვებით
გ. ტრაქეებით
დ. ლაყუჩებით
პას: დ

  1. ფრინველები, ქვეწარმავლები და ძუძუმწოვრები შეითვისებენ ჟანგბადს:
ა. ბაგეებით
ბ. ფილტვებით
გ. ტრაქეებით
დ. ლაყუჩებით
პას: ბ

  1. ამფიბიები შეითვისებენ ჟანგბადს:
I. ბაგეებით     II. ფილტვებით     III. ლაყუჩებით     IV. კანით
ა. I  და  II
ბ. II  და  IV
გ. I,  II  და  III
დ. I  და  III
პას:

  1. მწერები შეისუნთქავენ ჟანგბადს:
ა. ბაგეებით
ბ. ფილტვებით
გ. ტრაქეებით
დ. ლაყუჩებით
პას: გ

  1.  მცენარეები შეისუნთქავენ ჟანგბადს:
ა. ბაგეებით
ბ. ფილტვებით
გ. ტრაქეებით
დ. ლაყუჩებით
პას: ა

  1. ორგანიზმებს, რომლებიც  იყენებენ სუნთქვისთვის ჟანგბადს არიან:
ა. აერობები
ბ. ანაერობები
გ. როგორც აერობები, ისე ანაერობები
დ. არც ერთი
პას: ა

  1. ორგანიზმებს, რომლებიც სუნთქვისთის არ იყენებენ  ჟანგბადს ( მაგ: ნაწლავის პარაზიტი ჭიები, ბოტულიზმის  გამომწვევი ბაქტერიები და ა. შ.) არიან:
ა. აერობები
ბ. ანაერობები
გ. როგორც აერობები, ისე ანაერობები
დ. არც ერთი
პას: ბ

  1. ერთუჯრედიან ორგანიზმებს არ მიეკუთვნება:
ა. ამება
ბ. ქალამანა
გ. ვირუსები
დ. ევგლენა
პას: გ

  1. ამება ძირითადად  მოძრაობს:
ა. შოლტებით
ბ. ცრუ ფეხებით
გ. წამწამებით
დ. კუნთებით
პას: ბ

  1. ქალამანა ძირითადად მოძრაობს:
ა. შოლტებით
ბ. ცრუ ფეხებით
გ. წამწამებით
დ. კუნთებით
პას: გ

  1. მწვანე ევგლენა ძირითადად მოძრაობს:
ა. შოლტებით
ბ. ცრუ ფეხებით
გ. წამწამებით
დ. კუნთებით
პას: დ

  1. მრავალუჯრედიანი ორგანიზმები ძირითადად გადაადგილდებიან:
ა. შოლტებით
ბ. ცრუ ფეხებით
გ. წამწამებით
დ. კუნთებით
პას: დ

  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ატმოსფერული ჟანგბადით არ სუნთქავს:
ა. ვეშაპი
ბ. დელფინი
გ. სელაპი
დ. ბაყაყი
პას: გ

  1. შემოხაზეთ მოძრაობის მხრივ არასწორი შეხამება:
ა. თევზები, ვეშაპი და დელფინი - ფარფლებით
ბ. დელფინი და სელაპი- ლასტებით
გ. ფრინველები - ფრთებით
დ. ცხენები - ფეხებით
პას: ბ


  1. თუ ევგლენიან სავსე სინჯარას  ცეცხლთან ახლოს მივიტანთ, ევგლენები ცეცხლის საწინააღმდეგო მხარეს „გაიქცევიან“. ეს გადაადგილება არის:
ა. უარყოფითი თერმოტაქსისი
ბ. დადებითი თერმოტაქსისი
გ. დადებითი ფოტოტაქსისი
დ. უარყოფითი ფოტოტაქსისი
პას: ა

  1. ჭიაყელას თუ ჯოხით შევეხებით, ის მაშინვე მიწაში ჩაძვრება. ეს გადაადგილება არის:
ა. დადებითი გეოტაქსისი
ბ. უარყოფითი გეოტაქსისი
გ. რეფლექსი
დ. დადებითი ფოტოტროპიზმი
პას: გ

  1. მცენარეებსა და ერთუჯრედიანმებში გაღიზიანებადობა ვლინდება შემდეგი სახით:
ა. ტაქსისებით, რეფლექსებით და ტროპიზმებით
ბ. მხოლოდ რეფლექსებით
გ. მხოლოდ ნასტიებით
დ. ტაქსისებით, ტროპიზმებით და ნასტიებით
პას: დ

  1. თუ ერთუჯრედიანი არსებებით - ქალამანებით სავსე წყლის წვეთში მარილის კრისტალს ჩავაგდებთ და გვერდით სუფთა წყლის წვეთს მივუერთებთ, ქალამანები სუფთა წყლისაკენ „გაიქცევიან“. როგორია გაღიზიანებადობის ეს ფორმა?
ა. რეფლექსური
ბ. ტაქსისებრი
გ. ტროპიზმული
დ. ნასტიისებრი
პას: ბ

  1. ფესვი მიწისკენ მიისწრაფვის არის:
ა. დადებითი ფოტოტროპიზმი
ბ. დადებითი გეოტროპიზმი
გ. უარყოფითი გეოტროპიზმი
დ. უარყოფითი ფოტოტროპიზმი
პას: ბ

  1. მცენარის ფოთლების სწრაფვა სინათლისკენ არის:
ა. დადებითი ფოტოტროპიზმი
ბ. დადებითი გეოტროპიზმი
გ. უარყოფითი გეოტროპიზმი
დ. უარყოფითი ფოტოტროპიზმი
პას: ა

  1. ტიტას ყვავილები ღამით იხურება, დღისით იშლება. მორცხვი მიმოზას ფოთლები ოდნავ შეხებისას იკეცება. რა ეწოდება მცენარის ასეთ რეაქციას?
ა. ტროპიზმი
ბ. რეფლექსი
გ. ტაქსისი
დ. ნასტია
პას: დ

  1. მრავალუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმები გარემოსთან ნერვული სისტემის მეშვეობით ურთიერთქმედებენ. რისი მეშვეობით ხდება ნერვული იმპულსების გადაცემა?
ა. ტროპიზმით
ბ. რეფლექსით
გ. ტაქსისით
დ. ნასტიით
პას:ბ

  1. ცხოველქმედების (მეტაბოლიზმის) შედეგად წარმოიქმნება ისეთი პროდუქტები, რომლებიც უჯრედისთვის უვარგისია და ზოგჯერ მომწამვლელიც.  ეს ფორმა არის:
ა. გაღიზიანებადობა
ბ. გამოყოფა
გ. გამრავლება
დ. მოძრაობა
პას: ბ

  1. ერთუჯერდიან ორგანიზმებში  მეტაბოლურად დაშილი პროდუქტების გამოყოფა ხდება:
ა. ქლოროპლასტებით
ბ. გოლჯის კომპლექსით
გ. ფაგოციტოზით
დ. მფეთქავი ვაკუოლით
პას: დ

  1. უსქესო გამრავლების ფორმა არ არის:
ა. სპორებით გამრავლება
ბ. ვეგეტატიური გამრავლება
გ. დაკვირტვა
დ. განაყოფიერება
პას: დ

  1. ფესვი, ღერო, ფოთოლი მრავლდება:
ა.  ვეგეტატიურად
ბ. სპორებით
გ. გარეგანი განაყოფიერებით
დ. კვერცხის დებით
პას: ა

  1. სპორასთვის დამახასიათებელი არ არის:
ა. მკვრი გარსი
ბ. ციტოპლაზმა
გ. ერთხელ  გაყოფა
დ. ბირთვი
პას: გ

  1. პროტისტები (უმარტივესები) არიან:
ა. ეუკარიოტები
ბ. პროოკარიოტები
გ. ვირუსები
დ. ყველა პასუხი სწორია
პას: ა

  1. პროტისტებს (უმარტივესებს) არ მიეკუთვნება:
ა. ამება
ბ. ევგლენა
გ. ქალამანა
დ. ამფიბია
პას: დ

  1. სპორასთვის მართებული არ არის:
ა. მსუბუქი წონა
ბ. ზოოსპორების სახელწოდება
გ. თხელი გარსი
დ. ქარით ადვილად გავრცელება
პას: გ

  1. სპორებით არ მრავლდება:
ა. სოკოები
ბ. ხავსები
გ. მცენარეები
დ. გვიმრები
პას: გ

  1.  სპორებით არ მრავლდება:
ა. ობის სოკოები
ბ. წყალმცენარეები
გ. გვიმრები
დ. ხავსები
პას: ა

  1. ერთი უჯრედი ზედიზედ რამდენჯერმე იყოფა მიტოზურად არის
ა. დაკვირტვა
ბ. შიზოგონია
გ. განაყოფიერება
დ. ყველა პასუხი სწორია
პას: ბ

  1. დედის სხეულზე ჩნდება გამონაზარდები, რომლებიც შემდეგ სცილდება მას და დამოუკიდებელ ახალ ორგანიზმად გადაიქცევიან. გამრავლების რომელი ფორმაა?
ა. დაკვირტვა
ბ. სპორა
გ. განაყოფიერება
დ. რეგენერაცია
პას: ა

  1. დაკვირტვით გამრავლება ახასიათებს:
ა. ქუდიან სოკოებს
ბ. საფუარა სოკოებს
გ. უმარტივესებს
დ. მცენარეებს
პას: ბ

  1. სპორებით გამრავლება ახასიათებს:
ა. ქუდიან სოკოებს
ბ. საფუარა სოკოებს
გ. უმარტივესებს
დ. თევზებს
პას: ა

  1.  რეგენერაცია არის:
ა. სხეულის დაკარგული ნაწილის დაშლა
ბ. სხეულის დაკარგული ნაწილის აღდგენა
გ. განაყოფიერება
დ. ცოცხალმშობიარობა
პას: ბ

  1.  სქესობრივი გამრავლება მცენარეებში ძირითადად  ხდება:
ა. დაკვირტვით
ბ. ფრაგმენტაციით
გ. თესლით
დ. ვეგეტატიური გამრავლებით
პას: გ

  1. სპერმიისა და კვერცხუჯრედის შერწყმას ეწოდება
ა. დაკვირტვა
ბ. განაყოფიერება
გ. ცოცხალმშობიარობა
დ. ვეგეტატიური გამრავლება
პას: ბ

  1. უსქესო გამრავლება ახასიათეთ:
ა. ამფიბიებს
ბ. საფუარა სოკოებს
გ. თევზებს
დ. ცხოველებს
პას: ბ

  1. გარეგანი განაყოფიერება ახასიათებთ:
ა. თევზებს
ბ. ფრინველებს
გ. ქვეწარმავლებს
დ. მწერებს
პას: ა

  1. შინაგანი განაყოფიერება ახასითებს :
ა. თევზებს
ბ. ამფიბიებს
გ. ქვეწარმავლებს
დ. ამებას
პას: გ

  1. ცოცხალმშობები არიან:
ა. მწერები
ბ. ამფიბიები
გ. ფრინველები
დ. ძუძუმწოვრები
პას: დ

  1. პირდაპირი განვითარება ახასიათებს
ა. პეპელას
ბ. ბაყაყს
გ. ფრინველებს
დ. ყველას
პას: გ

  1. არაპირდაპირი განვითარება ახასიათებს:
ა. პეპელას
ბ. ტარაკანას
გ. ფრინველებს
დ. ცხოველებს
პას: ა

  1. ზრდა-განვითარება განაყოფიერების მომენტიდან იწყება და მოიცავს:
ა. 3 ეტაპს
ბ. 2 ეტაპს
გ. 5 ეტაპს
დ. 4 ეტაპს
პას: ბ

  1. ემბირონული განვითარება იწყება :
ა.  განაყოფიერების მომენტიდან დაბადებამდე ან კვერცხის გამოჩეკვამდე გრძელდება
ბ. განაყოფიერების მომენტიდან სიკვდილამდე გრძელდება
გ. განაყოფიერების მომენტიდან დაბადებამდე ან სიკვდილამდე გრძელდება
დ. განაყოფიერების მომენტიდან ვიდრე, ორგანიზმი არ მიაღწევს ზრდასრულ ფორმას
პას: ა

  1. პოსტემბრიონალური განვითარება მიმდინარეობს:
ა. 2 ეტაპად
ბ. 3 ეტაპად
გ. 4 ეტაპად
დ. 5 ეტაპად
პას: ა

  1. პოსტემბრიონალურ განვითარებას არ მიეკუთვნება:
ა. პირდაპირი განვითარება
ბ. არაპირდაპირი განვითარება
გ. ჩანასახის განვითარება
დ. მეტამორფოზი
პას: გ

  1. პირდაპირი განვითრების დროს:
ა. იჩეკება ან იბადება ორგანიზმი, რომელიც აგებულებით ჰგავს მშობელს და მისგან მხოლოდ
განსხვავდება ზომებით და ორგანოების არასრული განვითარებით.
ბ. იჩეკება ორგანიზმი რომელიც გადის შემდეგ ფაზებს: კვერცხი, ლარვა და ზრდასრული ორგანიზმი
გ. იჩეკება ორგანიზმი რომელიც გადის შემდეგ ფაზებს: კვერცხი, ლარვა (მატყლი), ჭუპრი და ზრდასრული მწერი (იმაგო)
დ. კვერცხიდან იჩეკება ლარვა, რომელიც ზრდასრულ ცხოველთან შედარებით უფრო მარტივადაა აგებული
პას: ა

  1. პირდაპირი განვითარება არ ახასიათებს
ა. ქვეწარმავლებს
ბ. ძუძუმწოვრებს
გ. ფრინველებს
დ. ამფიბიებს
პას: დ

  1. პირდაპირი განვითარება არ ახასიათებს:
ა. წურბელებს
ბ. ობობებს
გ. პეპლებს
დ. კალიებს
პას: გ

  1. არასრული მეტამორფოზის დროს, რამდენ ფაზას გადის ცხოველი?
ა. 2-ს
ბ. 3-ს
გ. 4-ს
დ. 5-ს
პას: ბ

  1. სრული მეტამორფოზის დროს, რამდენ ფაზას გადის ცხოველი?
ა. 2-ს
ბ. 3-ს
გ. 4-ს
დ. 5-ს
პას: გ

  1. არასრულია მეტამორფოზი როდესაც, ცხოველი გადის რამდენიმე ფაზას გარდა ერთის:
ა. კვერცხი
ბ. ლარვა
გ. ჭუპრი
დ. ზრდასრული ორგანიზმი
პას: გ

  1. სრულია მეტამორფოზი როდესაც, ცხოველი გადის რამდენიმე ფაზას გარდა ერთისა:
ა. კვერცხი
ბ. ლარვა
გ. ზრდასრული მწერი
დ. ზრდასრული ორგანიზმი
პას: დ

  1. არასრულია მეტამორფოზი როდესაც, ცხოველი გადის რამდენიმე ფაზას გარდა ერთისა:
ა. კვერცხი
ბ. ზრდასრული ორგანიზმი
გ. ლარვა
დ. ზრდასრული მწერი
პას: დ

  1. უსქესო გამრავლების ფორმებია ყველა გარდა ერთისა:
ა. უჯრედის ორად გაყოფა
ბ. გამეტების შერწყმა
გ. სპორებით გამრავლება
დ. ფრაგმენტაცია
პას: ბ

  1.  უსქესო გამრავლების ფორმებია:
I. დაკვირტვა         II. სპორა        III. ფრაგმენტაცია          IV. გამეტების შერწყმა
ა. I,  II და IV
ბ. მხოლოდ IV
გ. I   II და III
დ. III და IV
პას:

  1. ვეგეტატიური გამრავლებით მრავლდება ყველა გარდა ერთისა:
ა. ფესვი
ბ. გორგალი
გ. ფოთოლი
დ. თესლი
პას: დ

  1. ამებისათვის დამახასითებელი არ არის:
ა. ცრუ ფეხები
ბ. საჭმლის მომნელებელი ვაკუოლი
გ. სქესობრივი გამრავლება
დ. სხეულის მთელი ზედაპირით სუნთქვა
პას: გ

  1. ამებისათვის დამახასიათებელი არ არის:
ა. მფეთქვი ვაკუოლი
ბ. არახელსაყრელ პირობებში ცისტად გადაქცევა
გ. სხეულის ერთ გვერდზე ჩაზნექილი ნაწილი ე.წ. პირის ხვრელი
დ. უსქესოდ გამრავლება    
             პას: გ

  1. ქალამანასთვის დამახასიათებელია: 
ა. სხეულის მთელი ზედაპირით სუნთქვა
 ბ. ძირითადად მრავალუჯრედიანი ორგანიზმია
გ. შოლტისებრი მოძრაობა
დ. ამებოდიური მოძრაობა
პას: ა

  1. ქალამანასთვის დამახასითებელი არ არის:
ა. წამწამისებრი მოძრაობა
ბ. სხეულის ერთ ზედაპირზე ჩაზნექილი ნაწილი ე.წ. პირის ხვრელი
გ. სხეულის მთელი ზედაპირით სუნთქვა
დ. ქლოროფილის არსებობა
პას: დ

  1. მწვანე ევგლენისათვის დამახასიათებელია:
ა. მხოლოდ აუტოტროფული კვება
ბ. ქლოროფილის არსებობა
გ. როგორ უსქესო, ისე სქესობრივი გამრავლება.
დ. მხოლოდ ჰეტეროტროფული კვება
პას: ბ

  1. მწვანე ევგლენისათვის დამახასითებელი არ არის:
ა. როგორც აუტოტროფული, ისე ჰეტეროტროფული კვება
ბ. ქლოროფილის არსებობა
გ. როგორც სქესობრივი, ისე უსქესო გამრავლება
დ. შოლტისებრი მოძრაობა
პას: გ

79.    უჯრედის ორად გაყოფით მრავლდება:
ა. უმარტივესები:  ამება, ქალამანა და ევგლენა
ბ. ჰიდრა
გ. მარჯნის პოლიპები
დ. ქუდიანი სოკოები
პას: ა

80.    უჯრედის ორად გაყოფით მრავლდება:
ა.  საფუარა სოკოები
ბ. ერთუჯრედიანი წყალმცენარეები
გ. ჭიაყელა
დ. ჰიდრა
პას: ბ

81.     დაკვირტვით მრავლდება:
ა. საფუარა სოკოები
ბ. უმარტივესები
გ. ხავსები
დ. გვიმრები
პას: ა

82.     დაკვირტვით მრავლდება:
ა. ჰიდრა
ბ.  ერთუჯრედიანი წყალმცენარეები
გ. ზღვის ვარსკვლავა
დ. ჭიაყელა
პას: ა

83.    დაკვირტვით არ მრავლდება:
ა. საფუარა სოკოები
ბ. ხავსები
გ. მარჯნის პოლიპები
დ.ჰიდრა
პას: ბ

84.    დაკვირტვით მრავლდება:
ა. ჰიდრა
ბ. გვიმრები
გ. ხავსები
დ. ობის სოკოები
პას: ა

85.     სპორებით მრავლდება:
ა. ჰიდრა
ბ. ქუდიანი სოკოები
გ. უმაღლესი მცენარეები
დ. საფუარა სოკოები
პას: ბ

86.     სპორებით მრავლდება:
ა. ერთუჯრედიანი წყალმცენარეები
ბ. უმარტივესები: ამება, ქალამანა და ევგლენა
გ. ობის სოკოები
დ. ჭიაყელები
პას: გ

87.     სპორებით არ მრავლდება:
ა. ქუდიანი სოკოები
ბ. ობის სოკოები
გ. საფუარა სოკოები
დ. ხავსები
პას: გ

88.    სპორებით მრავლდება:
ა. უმაღლესი მცენარეები
ბ. გვიმრები
გ. მარჯნის პოლიპები
დ. ჰიდრა
პას: ბ

89.    სპორებით მრავლდება:
ა. ხავსები
ბ. ჭიაყელები
გ. უმაღლესი მცენარეები
დ. საფუარა სოკოები
პას: ა

90.    სპორებით არ მრავლდება:
ა. ქუდიანი სოკოები
ბ. მარჯნის პოლიპები
გ. ხავსები
დ. ობის სოკოები
პას: ბ

91.    ფრაგმენტაციით მრავლდება:
ა. ხავსები
ბ. გვიმრები
გ. ზღვის ვარსკვლავი
დ. ჰიდრა
პას: გ

92.    ფრაგმენტაციით მრავლდება:
ა. ერთუჯრედიანი წყალმცენარეები
ბ. მარჯნის პოლიპები
გ. ჭიაყელა
დ. უმაღლესი მცენარეები
პას: გ

93.    ვეგეტატიურად მრავლდება:
ა. საფუარა სოკოები
ბ. გვიმრემი
გ. უმაღლესი მცენარეები
დ. ობის სოკოები
პას: გ

  1.  ჩამოთვლილთაგან, სპორებით გამრავლება ახასითებს: 
I. ფარულთესლოვენებს     II. გვიმრებს    III. ხავსებს
ა. I და II
ბ. მხოლოდ  III
გ. II და   III
დ. მხოლოდ II

პას: დ

2 comments:

  1. Tu mogewonebaT davdeb kidev sxva testebsac

    ReplyDelete
  2. J.R.R. Casino Hotel opens in Temecula - The
    J.R. Casino Hotel opened on 과천 출장샵 June 30. The J.R.R. Hotel opened on 과천 출장안마 June 광주광역 출장샵 30. The J.R. Casino Hotel opened on June 30. The J.R. 속초 출장샵 Casino Hotel opened on June 30. The J.R. Casino Hotel opened on 영주 출장안마 June 30.

    ReplyDelete